თბილისი, სოხუმის ქუჩა 4-6ა
0 32 2 22 03 25
კომპანიის შესახებ

ელტა 90 მედიქალ ჯინეთიქს-ის ძირითადი საქმიანობაა ლაბორატორიული აღჭურვილობის, რეაგენტების, სახარჯი მასალების, სპეციალიზებული დიაგნოსტიკური და კვლევითი ტესტების და ლაბორატორიული ავეჯის დისტრიბუცია საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა აღჭურვილობისა და რეაგენტების განაწილება, რომლებიც დაკავშირებულია მაღალ სპეციალიზებულ საქმიანობასთან, როგორიცაა Next Generation Sequencing (NGS), ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF), მოლეკულურ- გენეტიკური კვლევები. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ საუკეთესო არჩევანს იმუნოლოგიის, კლინიკური ლაბორატორიის, მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიის, სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების სფეროში. ჩვენს პრიორიტეტებს შორის არის ავტომატური გადაწყვეტილებები, რომლებიც ანიჭებენ საიმედოობას და მუშაობის თავისუფლებას ჩვენს მომხმარებლებს.